იკითხე ფასი ყველა მომწოდებელთან ერთი კლიკით
როგორ მუშაობს?
განაცხადე
საიტის მეშვეობით ავსებ განაცხადს სასურველი ნაწილის შესახებ
გამოხმაურება
მომწოდებლები პასუხობენ შენ განაცხადს და გიგზავნიან შეთავაზებებს
ირჩევ და ყიდულობ
გამოხმაურებული მომწოდებლებიდან ირჩევ სასურველ შეთავაზებას
ხშირად დასმული კითხვები
ყველაფრისთვის რაც მანქანას უკავშირდება. Სავალი ნაწილები, ზეთი, ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სამღებრო/სათუნუქე სამუშაოები, საბურავები, რეცხვა. მოკლედ მანქანის მოვლა/შეკეთებას რაც შეეხება ყველაფერში დაგეხმარება ავტოასისტენტი.
არა! CARU-ს ერთ-ერთი მაგარი მხარე ისაა, რომ ყოვლად მიუკერძოებელია. ჩვენ არ ვავალდებულებთ ავტოასისტენტს რომელიმე ავტოსერვისში ან სამრეცხაოში მანქანის წაყვანას. ავტოასისტენტი დამოუკიდებლად მოქმედებს და მანქანას იქ აკეთებს სადაც უკეთესი პირობებია.
აქ CARU-ს კიდევ ერთი ძლიერი მხარე ჩანს. თუ ფიქრობ რომ რაიმე ცუდად გაკეთდა, გვეუბნები ჩვენ, ჩვენი მხრიდან კი საქმეში რეალური სამყაროს რეალური გმირები ერთვებიან - CARU-ს პრობლემური შემთხვევების მენეჯერები. ისინი წაიყვანენ მანქანას, შეამოწმებენ ყველაფერს და თუ დადასტურდება რომ მართლა ცუდად გაკეთდა რაიმე შესაბამის ზომებს მიიღებენ. იმის გამო რომ ავტოასისტენტი ჩვენი თანამშრომელი არაა მათ მიუკერძოებლობაშიც ეჭვი არ შეგეპარება
მას შემდეგ რაც ავტოასისტენტი წაიყვანს მანქანას, შეამოწმებინებს ხელოსანს და გაიგებს რა ჭირს, გაარკვევს ხელობის და ნაწილების ფასებს რასაც მერე შენ გეტყვის.
მარტივად - საუკეთესო! სწორედ იმიტომ რომ მიუკერძოებლები ვართ ავტოასისტენტი შეუზღუდავია არჩევანში. იქ წაიყვანს მანქანას სადაც უკეთესი პირობებია.
არაფერზე ინერვიულო, ავტოასისტენტის პასუხისმგებლობა დაზღვეულია, რაც იმას ნიშნავს რომ დაზღვევა აანაზღაურებს ყველაფერს პოლისის მიხედვით ^_^ აი ასე, ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნეთ <3
Working Hours
Everyday 09:00 - 21:00 09:00 - 21:00